საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

 

ადიგენის, ბორჯომის და ახალქლაქის სოფლებში დენი გაითიშება.

 

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხოვანში.

11:00-დან 16:00 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკირე, ტაძრისი, დგვარი, დვირი. 13:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში ქვაბისხევი, ზორეთი, ჩითახევი.

12:00-დან 18:30 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურცხი, ბურნაშეთი, ღადოლარი, ლომატურცხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

| Print |