საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში არალი, უდე, წარბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში.


11:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს დაბა ბაკურიანში.

13:00-დან 14:30 საათამდე - აბონენტებს ქ. ნინოწმინდაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, გორელოვკა, ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, თორია და მიმდებარე სოფლებში.

11:30-დან 18:30 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვა, ბუღაშენი, ზაკვი, ვაჩიანი და მიმდებარე სოფლებში. 14:30-დან 16:30 საათამდე - სოფლებში დილისკა, კუმურდო, ოკამი, კიროვაკანი, პტენა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |