საზოგადოება
,,ავარია სრულად ლიკვიდირებულია"-სსე
ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
| Print |