საზოგადოება
6 მაისამდე წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი
4 მაისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მაისს ტემპერატურა 15-20 გრადუსამდე დაიკლებს.

5-6 მაისს ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

რაც შეეხება დედაქალაქს, 3-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 მაისს +17, +19 გრადუსი, ხოლო 5-6 მაისს +23 +25 გრადუსი დაფიქსირდება.
| Print |