საზოგადოება
ახალციხის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება
4 მაისს, დილიდან, ქალაქ ახალციხის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ მიზეზი ურავლის სათავე ნაგებობაზე შექმნილი პრობლემებია.
"გუშინ ურაველში უხვი ნალექის - სეტყვისა და წვიმის გამო სათავე ნაგებობასთან ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა. მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოები მიმდინარეობდა", - ამბობს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის უფროსი. გია ბაგინაშვილის განმარტებით, ხარვეზები აღმოფხვრილია და აბონენტები წყალს დღის ბოლოს მიიღებენ.
გააზიარეთ :