საზოგადოება
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ახალციხეს ესტუმრა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა ახალციხეში შეხვედრები გამართა.

ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და სამოქალაქი სექტორის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემა ადგილობრივი თემის საჭიროებები, რეგიონში არსებული ვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა იყო.

ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებულ მედია გარემოზე, საზოგადოების ინტერესებსა და მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს.
| Print |