საზოგადოება
ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მინაძეებს სამზარეულო და სახურავი სრულად დაეწვათ, მეორე სართულის ოთხი ოთახი ნაწილობრივ დაზიანდა.

ხანძარი 5 მაისს, 7:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად მაცივარს გაუჩნდა და სამზარეულო სრულად დაიწვა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ადიგენის მერის წარმომადგენელი სოფელ ვარხანში ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს დაეხამრება. ვიქტორ მინაძის თქმით, ამ წუთებში ზარალის დათვლა მიმდინარეობს.



დროებით, სახურავის ნაცვლად სახლს თანასოფლელების მიერ ნაყიდი ბრეზენტი გადააფარეს. მინაძეებს ადგილობრივები სახლის გაწმენდაშიც დაეხმარნენ. ოჯახი ამ დრომდე პირველ სართულზე რჩება, სადაც სათავსო ჰქონდათ მოწყობილი.

| Print |