საზოგადოება
„კარწახის“ საბაჟოზე DUTY FREE მოეწყობა

 

ახალქალაქში, სოფელ კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტის შენობაში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მოსაწყობად, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.

 

გამარჯვებულს 10 წლის ვადით, იჯარით გადაეცემა ადმინისტრაციულ შენობაში არსებული 355.92 კვ.მ. ფართი.

ერთ თვეში გადასახდელი საწყისი თანხა 88 000 ლარია.

ტერიტორია არის შავი კარკასი. სარემონტო სამუშაოების ჩატარება ეკისრება მოიჯარეს. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა DUTY FREE-ს გახსნა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 კალენდარულ დღეში. აუქციონის დასრულების ვადაა 2019 წლის 27 მაისის 16:00 საათი. 


ფართი, სადაც DUTY FREE უნდა მოეწყოს

 

| Print |