ვალესა და ბორჯომის სოფლებში დენი გაითიშება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ვალეში.
11:00-დან 14:30 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკირე, ტაძრისი, დგვარი, დვირი. 16:00-დან 17:30 საათამდე - სოფლებს საკირე, ჭობისხევი, ტაძრისი, დგვარი, დვირი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.