საზოგადოება
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა

 

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა.

 

დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, ახალციხეში ტრადიციულად, მემორიალთან აღინიშნება, სადაც ომის ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. 

ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა გამოსცა.

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 600 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფულად დახმარებას გასცემს საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრისთვის- 300 ლარს. მათივე ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე, ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, დედაქალაქში კი აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ე.წ. უკვდავი პოლკისა და მისი კონტრაქციებიცაა დაგეგმილი.
| Print |