საზოგადოება
ახალციხელი ომის ვეტერანი 9 მაისს გარდაიცვალა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე პეტრიაშვილი 95 წლის ასაკში, ცხრა მაისს, გამთენიისას გარდაიცვალა.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მასთან ინტერვიუ ჩაწერა "მეცხრე არხმა". ალექსანდრე პეტრიაშვილის ისტორიაზე მასალას დღეს შემოგთავაზებთ.

17 წლის იყო, სამამულო ომში რომ გაიწვიეს. ჩრდილოეთ კავკასიაში, კარპატების მთებში გადაიყვანეს, სადაც ორი დღე ფეხით სიარული მოუწიათ, რათა დანიშნულების ადგილამდე მისულიყვნენ.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.

| Print |