საზოგადოება
ახალციხეში ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს (ვიდეო)
დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, ახალციხეში ტრადიციულად, მემორიალთან აღინიშნა, სადაც ომის ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ვეტერანებმა ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან ერთჯერადად 600 ლარი მიიღეს, გარდაცვლილის ოჯახებს კი 300 ლარი ჩაერიცხათ. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა გამოსცა.

600 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფულად დახმარებას საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრი მიიღებს.

ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე, ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

ამის გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, მათ შორის გამთენიისას გარდაცვლილი ალექსანდრე პეტრიაშვილის ოჯახს, 700 ლარი გადასცა.

სამცხე-ჯავახეთში სამამულო ომის 28 ვეტერანია.

  • ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 10

  • ახალციხის მუნიციპალიტეტში - 8

  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 6

  • ასპინძის მუნიციპალიტეტში - 2

  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში - 1

  • ადიგენის მუნიციპალიტეტში -1

| Print |