საზოგადოება
„ახალციხის ციხე“ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს (R)

 

ბათუმში, მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე-2 საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენა "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019" ოფიციალურად გაიხსნა.

 


მასში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ “ახალციხის ციხე“ და ა(ა)იპ "ახალციხის სამხატვრო სკოლა“ მონაწილეობს.

სამდღიანი გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO"-ა. გამოფენაში, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ.
| Print |