საზოგადოება
მოძალადეს, შესაძლოა ქცევის შეცვლის კურსის გავლა მოუწიოს
ცვლილებების მიზანია, მეტი აქცენტი გაკეთდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე.

ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს ეკუთვნის.

აგრეთვე, მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი უქმდება.

საკანონმდებლო ცვლილებები სოფო კილაძის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა აშშ საელჩოს მხარდაჭერით მოამზადა. ინიციატივების შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

აღნიშნული პაკეტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 13 მაისს იმსჯელებს. მისი მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება.
| Print |