გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მაისამდე საქართველოში, უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.