საზოგადოება
ახალციხეში "ჭკვიანი კამერები" სავარაუდოდ, არ მუშაობს

 

ახალციხეში, სამი თვის წინ დამონტაჟებული 49 ვიდეოკამერა, სავარაუდოდ, სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართული არ არის.

 

ახალციხეში დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაცია "მეცხრე არხმა" შსს-დან წერილობით ორჯერ გამოითხოვა. პასუხად არა ახალციხის, არამედ სამცხე-ჯავახეთის მონაცემები მივიღეთ. დაზუსტება შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ ამ სახის ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.

ეჭვს, რომ ვიდეოკამერები ჩართული არ არის, ამყარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ვიდეოჯარიმების რაოდენობის შესახებ, სადაც ახალციხე არ არის.

2019 წლის I კვარტალში, სამცხე-ჯავახეთში ვიდეოჯარიმები მხოლოდ ახალქალაქსა და ბორჯომშია დაწერილი.

15 აპრილის მდგომარეობით, ახალქალაქში 803 ვიდეოჯარიმა დაიწერა, აქედან 29 იურიდიულ, 774 კი ფიზიკურ პირზე. ავტომობილის მფლობელები დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების არგავლას გულისხმობს.

ბორჯომში კი "ჭკვიანმა კამერებმა" 7 554 მძღოლი სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმა. მათ შორის 23 მძღოლი სამგზავრო ტრანსპორტს მართავდა. ე.წ. "ჭკვიანი

რატომ არ არის ახალციხის სტატისტიკა - ამის გარკვევა შსს-ს საჯარო ინფორმაციის ცხელ ხაზზე ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ყველა ის ვიდეოჯარიმა, რომლებიც „ჭკვიანმა კამერებმა“ დააფიქსირეს.

„ალბათ არ იყო ახალციხეში დარღვევა და კამერებმა ვერ დააფიქსირეს“ - გვითხრა ოპერატორმა.

კამერები" ახალქალაქში 2018 წლის დეკემბერში, ბორჯომსა და ახალციხეში კი 2019 წლის იანვარში დაამონტაჟეს.
| Print |