საზოგადოება
ზარზმაში მონასტრის რესტავრაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

 

ზარზმის სამონასტრო კომპლექსზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 მლნ. 518 961 ლარზე ტენდერი გამოაცხადა.

 


პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ითვალისწინებს ზარზმის მონასტრის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციას, ავტოსადგომის მოწყობას და თამარის წყარომდე მისასვლელი ბილიკის რეაბილიტაციას, თამარის წყაროს აღდგენას, ორსართულიანი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას, კერძო საკუთრებაში არსებული ღობეებისა და ფასადების რეაბილიტაციას,

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 13 მაისს, 12:00 საათზე დასრულდა.

შერჩეულ პრეტენდენტს სამუშაოებისთვის წელიწადნახევრიანი ვადა ექნება.
| Print |