საზოგადოება
„ეს არის დაუდევრობა“ - პურში აღმოჩენილ პარკს მწარმოებელი ეხმაურება (ვიდეო)

 

შპს „იფქლი პირველი“ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

 

კადრში, რომელიც ადგილობრივმა მოგვაწოდა ჩანს, როგორ იღებს პურიდან პოლიეთილენის პარკის ნაჭერს. მომხმარებელმა პური ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე შეიძინა.

კომპანიის დირექტორი ნოდარ მოსულიშვილი ამბობს, რომ ეს წარმოებაში მონაწილე თანამშრომლების დაუდევრობის შედეგია.

„ეს საფუარის პარკის ნაგლეჯია. სხვაგვარად ჩვენს წარმოებაში შეუძლებელია რამე მოხვდეს. გასაბრაზებელია. ძალიან დიდი კონტროლი გვაქვს ჰიგიენაზე. თანამშრომლებს ქუდები ახურავთ და ხალათები აცვიათ. სამი წლის წინ იყო ფაქტები, რომჩვენს პურში რაღაცები ჩაყვათ, მაგრამ რაც მე ვმუშაობ, მსგავსი არაფერი მომხდარა, ეს პირველია. სამსახურიდან გავათავისუფლებთ, დღეს თუ ცელოფანი ჩაჰყვა, ხვალ შეიძლება სხვა რამე მიჰყვეს“, - განუცხადა მეცხრე არხს“ შპს „იფქლი პირველის“ დირექტორმა.

 


| Print |