საზოგადოება
15 მაისს საქართველოში მოსამართლის დღე აღინიშნება

 

საქართველო მოსამართლის პროფესიულ დღეს წელს მე-16 აღნიშნავს.

 

თარიღს მართლმსაჯულების მსახურები საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის ეგიდით ყოველწლიურად აღნიშნავენ.

მოსამართლის დღე 2003 წლის 26 ივნისს ედუარდ შევარდნაძემ, საქართველოს პრეზიდენტის #284 ბრძანებულებით დააწესა.

„ქვეყნის საზოგადოებრივ-სამართლებრივ აღმშენებლობაში მოსამართლეთა როლის ამაღლების მიზნით დაწესდეს მოსამართლის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 15 მაისს“, - წერია ბრძანებულებაში, რომელსაც ხელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევასრდნაძე აწერს.

 

| Print |