საზოგადოება
"მწვანე სახლსა" და ახალციხის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სპეციალური საჭიროების მქონე 2-დან 12 წლამდე ასაკის 15 ბავშვს, ფსიქოლოგისა და თერაპიულ მომსახურებას ა(ა)იპ „მწვანე სახლი“ გაუწევს. მუნიციპალიტეტის მერიასა და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მერმა ზაზა მელიქიძემ და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა ია მელიქიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, „მწვანე სახლი“ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების“ პროგრამიდან, 15 მოზარდის მომსახურების საფასურის ნაწილს მიიღებს.
| Print |