საზოგადოება
მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო — NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავიშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. გამოკითხულთა 50 პროცენტი ამბობს, რომ კარგი მოვლენა იყო, ხოლო 11 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის.

საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად ყველაზე მეტი ადამიანი სომხურ დასახლებებში აღიქვამს. აქ გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდია.

დასახლებების, ასაკისა და სქესის მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:

კვლევა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
| Print |