საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის მთავარი მეტყევე „ბორჯომის გმირი 2019“ გახდა

 

კობა სილაგაძეს „ბორჯომის გმირი 2019“-ის სტატუსი მიენიჭა. ის სამცხე-ჯავახეთის მთავარი მეტყევეა.

 

„ბორჯომის გმირი-2019“-ის მფლობელები კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ გამოავლინა. ინფორმაციას და ფოტომასალას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაჯილდოვების ცერემონია ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით გაიმართა. კომპანიის ინიციატივითვე, პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, 2 500 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

 

| Print |