საზოგადოება
ძლიერი სეტყვა და ქარი ნინოწმინდაში
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ნინოწმინდა დააზარალა.

დაახლოებით 19:00 სთ-თვის, მოსულმა სტიქიამ გაანადგურა ნათესები.

ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ მნიშვნელოვნად დაზიანდნენ.

სეტყვამ რამდენიმე წუთს გასტანა, თუმცა უამინდობა ჯერ კიდევ გრძელდება.

ქალაქის გარდა, სტიქიამ დააზიანა სოფლებიც, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი რაოდენობა უცნობია.
| Print |