საზოგადოება
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ აბასთუმანი, ბორჯომი და ნინოწმინდა დააზარალა
25 მაისს, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა. აბასთუმანში სახლებს სახურავი გადახადა, ბორჯომში ხეები მოგლიჯა, სეტყვამ კი ბორჯომში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში და მოსავალი დააზიანა.



უამინდობამ პრობლემები შექმნა რეგიონის სოფლებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას ზარალის დათვლის შემდეგ მიიღებენ.

| Print |