საზოგადოება
უჩა ბლუაშვილის 70 წლის იუბილე აღნიშნეს (ვიდეო)
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ უჩა ბლუაშვილის 70 წლის იუბილე აღნიშნეს. 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნივერსიტეტის ინციატივით გაიმართა. ღონისძიებას ასოცირებული პროფესორი ლალი ბერიძე უძღვებოდა. იუბილარ პროფესორს მადლობის სიგელი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ გადასცა.

ასოცირებული პროფესორი უჩა ბლუაშვილი აუდიტორიას განათლების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებას ორგანიზება განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სამეცნიერო ბიბლიოთეკამ გაუწია.

| Print |