საზოგადოება
ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა (ვიდეო)

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა.

 


მასში 25-მდე ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. იმ კომპანიებს, რომლებმაც სტუდენტები დაასაქმეს, სერტიფიკატები გადაეცათ.

ახალგაზრდები რეგიონში არსებულ ვაკანსიებს გაეცვნენ, მიიღეს ინფორმაცია შრომითი ბაზრის შესახებ. ფორუმში არასამთავრობო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები მონაწილეობდნენ.

დამსაქმებლისა და სტუდენტების შეხვედრის ორგანიზატორი, უნივერსიტეტის კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრია. 

ფორუმი სამცხე-ჯავახეთში მეორედ ჩატარდა.

 


| Print |