საზოგადოება
გველი მანქანაში - ახალციხეში ავტომობილიდან ქვეწარმავალი ვერ გამოიყვანეს

 

ახალციხეში, ხაშურის ქუჩაზე ავტომობილიდან გველის გამოყვანას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

 

ქვეწარმავლის პოვნა ვერ შეძლეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა. მეპატრონე ამბობს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, გველის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს.

„დილით სამსახურში წასვლას ვაპირებდი. მეუღლეს ვთხოვე, რომ ავტოფარეხიდან გამოეყვანა მანქანა. შესულს დახვდა ასეთი სურათი - მოშავო ფერის, ერთ მეტრზე ცოტა დიდი გველი შეძვრა საბურავებში, იქიდან სად წავიდა არ ვიცით“, - ამბობს თეა გვირჯიშვილი.

ადგილობრივებს ქვეწარმავალი ხაშურის ქუჩაზე ხშირად ხვდებათ.

| Print |