საზოგადოება
გველმა ავტომობილი დატოვა(ვიდეო)
ახალციხეში, ხაშურის ქუჩაზე, გველი მანქანიდან გამოძვრა.

ავტომობილის მეპატრონის თქმით, გველმა მანქანა იმ დროს დატოვა, როცა მანქანიდან მის გამოყვანას ხალხური მეთოდებით ცდილობდნენ.

„90% დარწმუნებული ვარ რომ გველი მანქანიდან გამოსულია, ფქვილმოყრილ ადგილას ნაკვალევიც შევამჩნიე“,- ამბობს თეა გვირჯიშვილი.

ახალციხეში, ხაშურის ქუჩაზე ქვეწარმავალი ავტომობილში 3 ივნისს, დილის 10 საათზე შეძვრა.

| Print |