საზოგადოება
სოფელი ხეოთი დაისეტყვა

 

ახალციხის სოფელი ხეოთი დაისეტყვა. მოსახლეობის თქმით, დაზიანდა ხეხილი და ნათესები. მერის წარმომადგენლის თქმით კი, სეტყვას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. 

ფოტოებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე ინფრასტრუქტურის სამსახურია გასული. "ადგილზე ნახავენ ჩვენი წარმომადგენლები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით ხომ არ არის დაზიანება. მერიაში ამ დრომდე არც ერთი განცხადება არ შემოსულა", - ამბობენ პრესსამსახურში.

დღეს, შვიდ ივნისს უხვი ნალექი მოვიდა ბორჯომშიც. ქალაქი და მიმდებარე სოფლები დაისეტყვა.

| Print |
თეგები: სეტყვა / ხეოთი /