საზოგადოება
"ძლიერი ბიძგები ვიგრძენით" -აწყურის მოსახლეობა
საქართველოში 12 ივნისს მომხდარი ორი მიწისძვრიდან, ერთ-ერთის ეპიცენტრი აწყურიდან ხუთ კილომეტრში დაფიქსირდა. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ძლიერი ბიძგები იგრძნეს, თუმცა შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია. 

„ყველაფერი რიგზეა, არაფერი გაფუჭებულა, თუმცა ძლიერი ბიძგი ვიგრძენით“,
- გვითხრა ირინა მაღრაძემ. 

მიწისძვრა პირველად სოფელ გურკელთან დაფიქსირდა. მოსახლეობა ამბობს, რომ სტიქიის შედეგად არაფერი დაზიანებულა.
| Print |