საზოგადოება
შშმ პირთა მხარდამჭერ სერვისებზე ახალციხეში მრგვალი მაგიდა გაიმართა

 

ახალციხეში შშმ პირთა მხარდამჭერ სერვისებზე მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას სამოქალაქო სექტორის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


მრგვალი მაგიდის ფორმატში მომხსენებლებმა საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს.

ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის შესახებ თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა. გიგა სოფრომაძემ თბილისის მერიის მიერ შემუშავებული, შშმ პირების მხარმჭერი სერვისები წარადგინა.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ შენობა, რომელსაც მუნიციპალიტეტში სრული რეაბილიტაცია უტარდება, ადაპტირებული ხდება.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იყო.

| Print |