საზოგადოება
გალინა ხვიჩიას უკანასკნელი წუთები სცენაზე
დღეს, 21 ივნისს, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გალინა ხვიჩიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მსახიობი თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ნათესავებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ერთად გააცილეს.

76 წლის მსახიობი 19 ივნისს, ბორჯომში ავარიის შედეგად გარდაიცვალა. მას ავტომობილი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, თავის ტრავმით, ქალი მალევე გარდაიცვალა. გალინა ხვიჩია მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაარსებიდან, 1967 წლიდან მუშაობდა.


| Print |