საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

 

რუსთაველის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან. ადგილზე არც სამართალდამცავები არიან.

გუშინ, ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
| Print |