საზოგადოება
კვირის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 24-26 ივნისს +33, +38 გრადუსამდე დაცხება, ხოლო 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24-26 ივნისს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივნისიდან შედარებით აგრილდება.
| Print |