საზოგადოება
ნინოწმინდა დაისეტყვა
ნინოწმინდაში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დღეს, 24 ივნისს, ხეხილი და ნათესები დააზიანა.

რადიო „ნორის“ ინფორმაციით, სტიქიამ კარტოფილისა და ბოსტნეულის ნაკვეთები მნიშვნელოვნად დააზიანა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი სეტყვა მოსავლიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
| Print |