საზოგადოება
ურაველში გზას ასუფთავებენ
სოფელ ურაველში, 23 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ სოფლის გზები დააზიანა. სპეციალური ტექნიკით, ახალციხის მერიის თანამშრობლები, გზას ქვა–ღორღისგან ასუფთავებენ. ძლიერი წვიმის გამო დაზიანებულია ერთი ხიდიც, რომელსაც მერია დროებით შეაკეთებს.


წყლის მიერ ჩამოტანილმა ხრეშმა და ადიდებულმა ხევმა ურავლის მიმდებარედ, აგარების მონასტრის გზაზე არსებული ხიდიც წაიღო. მერიაში აცხადებენ, რომ ვიდრე ახალი კონსტრუქციის შეძენა მოხდება, დროებით დაზიანებულ ხიდს შეაკეთებენ.



| Print |