საზოგადოება
აშშ დოლარი და ევრო ერთ დღეში 4 თეთრით გაძვირდა
2019 წლის ექვს თვეში, აშშ დოლარი და ევრო ყველაზე ძვირი დღეს, 26 ივნისს არის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ორივე ვალუტა ერთ დღეში ოთხი თეთრით გაძვირდა.

ერთი აშშ დოლარი დღეს 2.8333 ღირს, გუშინ კი მისი შეძენა 2.7945 ლარად იყო შესაძლებელი.

ოთხი თეთრით არის გაძვირებული ევროც. ერთი ევრო 3.2260 ლარი ღირს.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ერთი აშშ დოლარი და ევრო, 16 თეთრით არის გაძვირებული.
| Print |