საზოგადოება
ახალციხის ციხეზე გამოფენები და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს (ვიდეო)

 

ქალაქის მთავარ ტურისტულ ობიექტზე ახალციხელობის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებებით და გამოფენებით გრძელდება.
ამ წუთებში მაგიდის ჩოგბურთსა და შაშში შეჯიბრება მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ჩემპიონატი ჭიდაობასა და გეზრბენში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს საზეიმოდ დააჯილდოვებენ.

 


პარალელურად მიმდინარეობს ხელნაკეთი ნამუშევრების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ახალციხის ციხის ზედა ნაწილში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი მი
მდინარეობს.

| Print |