საზოგადოება
გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან

 

1-10 წლის გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, დაჯარიმებას ექვემდებარებიან. რეგულაცია 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრამდე; 14-16 წლის ავტომობილებს - 2018 წლის პირველ ივლისამდე; 11-13 წლის ავტომობილებს კი 2019 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო ყველაზე ახალი 1-10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია.

 

| Print |