საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანშია

 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე რამდენიმე დღეა კურორტ აბასთუმანში ისვენებს. მოსახლეობამ იგი მშენებარე ობიექტებთან შეამჩნია. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოინახულა სასტუმრო, რომელიც სანატორიუმ "ცისარტყელას" ადგილზე შენდება.

ადგილობრივმა ბიზნესმენმა გენადი ენდელაძემ "მეცხრე არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილთან შეხვედრას ოთხ ივლისს გეგმავს.

"პირად საკითხებზე მინდა საუბარი და ხვალ ვაპირებ მისვლას".

მუნიციპალიტეტის პირველი პირი კი ამბობს, რომ ივანიშვილს ჯერ არ შეხვედრია.

"ჯერ არ მინახავს. როდის უნდა შევხვდე, მაგას მე არ ვწყვეტ", - გვითხრა ზაქარია ენდელაძემ.

ივანიშვილმა აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი მას შემდეგ აიშენა, როცა 2018 წლის ზაფხულში კურორტს პირველად ესტუმრა და ბუნებით მოიხიბლა. მას შემდეგ დაიწყო მასშტაბური მშენებლობები კურორტზე.

მათ შორის სასმელი და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, სასტუმროების მშენებლობა. ასევე დაიხურა ტუბსაავადმყოფო, მის ადგილზე სასტუმრო აშენდება. საავადმყოფოს ნაცვლად სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა კურორტის შესასვლელში, სადაც მხოლოდ განკურნებულ პაციენტებს მიიღებენ.

| Print |