საზოგადოება
საქართელოს მოსახლეობის 34.2% წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის - საქსტატი

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 2.45 მილიონი (65.8 %), რაც 0.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ანუ 2018 წელს წყალმომარაგების სისტემაზე არ იყო მიერთებული მოსახლეობის 34.2%.

2018 წელს წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა და 1.81 მილიონი (48.6 %) შეადგინა. ანუ კანალიზაციაზე არ არის მიერთებული მოსახლეობის 51.4%.

ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობა კი მხოლოდ 36.0%-ა. 
| Print |