საზოგადოება
"რუსეთი ოკუპანტია" - წარწერა ბორჯომის ქუჩებში
"რუსეთი ოკუპანტია", " საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული" - ბორჯომში ამ შინაარსის წარწერები გამოჩნდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" აქვეყნებს.

სტენსილები ქალაქის ყველაზე ტურისტულ და ხალხმრავალ, 9 აპრილის ქუჩაზეა განთავსებული.

ამ ქუჩის გავლით ბორჯომის პარკში მოხვდებით, შესაბამისად ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი, აქ გადაადგილდება.
| Print |