საზოგადოება
ასპინძის სამ სოფელში არქეოლოგიური კვლევები დაიწყო

 

ასპინძის სოფლების - ტოლოშის, ერკოტისა და საყუდაბელის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლიგიური კვლევები დაიწყო. პარალელურად გრძელდება არქეოლოგიური სამუშაოები სოფელ ზველში, რომელიც გასულ წლებშია დაწყებული.

ადგილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტი, ფრანგ და დიდი ბრიტანეთის მეცნიერებთან ერთად მუშაობენ. 

ექსპედიცია წარმოადგენს საერთაშორისო პროექტს, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური გრანტით. 

ინფორმაციას და ფოტომასალას მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
| Print |