საზოგადოება
ქალაქის მთავარი საათი დადგმიდან ერთ თვეში გაფუჭდა

 

ახალციხის ცენტრალური ქუჩის საათი ისევ გაჩერებულია. კოსტავას ქუჩაზე, თამარ მეფის ძეგლის წინ არსებული საათი მესამე დღეა ერთსა და იმავე დროს აჩვენებს.


საათი, რომელიც აქ წლების განმავლობაში უფუნქციოდ იდგა, გზის რეაბილიტაციის დროს აიღეს, ცოტა ხანში კი ისევ დადგეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ ქსელში, საათის დაზიანებული მექანიზმის შეკეთების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები 2019 წლის სამ ივნისს გამოაქვეყნა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯერ არ დაუდგენიათ, რა დაუზიანდა მექანიზმს. ამის გარკვევის შემდეგ გადაწყდება, ვინ შეაკეთებს საათს - მერია თუ გზის მშენებელი კომპანია.

| Print |