საზოგადოება
სადაზღვევო კომპანია "ირაოს" წარმომადგენლობა უკვე ახალციხეშიც ჰყავს
11 ივლისს ახალციხეში, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლენტი ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძემ და „ირაოს“ ფინანსურმა დირექტორმა რამაზ ხვიჩიამ გაჭრეს.

ახალციხის ფილიალი წმ. ანდრია პირველწოდებულის #35-ში მდებარეობს და ის რეგიონის მოსახლეობას ყველა იმ სერვისსა და პროდუქტს სთავაზობს, რაც დედაქალაქშია ხელმისაწვდომი.

ამ ეტაპზე ოფისში სამი თანამშრომელი მუშაობს.

კომპანია „ირაო“ ვენის სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ვენის სადაზღვევო ჯგუფი მსოფლიოს 25 ქვეყანაში 50-მდე სადაზღვევო კომპანიით არის წარმოდგენილი.

| Print |