წელს სინოპტიკოსები ცხელ ზაფხულს ვარაუდობდნენ, თუმცა ივლისში ტემპერატურამ დაიწია და ზოგიერთ რეგიონში აცივდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დღეიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.
"
15 ივლისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში მიაღწევს +36-37 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში კი +33-35 გრადუსს", - ამბობს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა.