საზოგადოება
დღეიდან გამოიდარებს

 

წელს სინოპტიკოსები ცხელ ზაფხულს ვარაუდობდნენ, თუმცა ივლისში ტემპერატურამ დაიწია და ზოგიერთ რეგიონში აცივდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დღეიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

"15 ივლისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში მიაღწევს +36-37 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში კი +33-35 გრადუსს", - ამბობს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა.

 

| Print |