საზოგადოება
ნაგავი ახალციხის ქუჩებში
ახალციხეში იმ პრობლემებს შორის, რომელიც გარემოსდაცვით სფეროშია, "საპატიო" ადგილი უჭირავს ქუჩაში მიმოფანტული საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და გადავსებულ ურნებს. 

მოსახლეობა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებს ურნებთან ან ზოგჯერ პირდაპირ მდინარეში ყრის.

არასახარბიელო სიტუაციაა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებშიც. კოსტავას ქუჩაზე ნაგავი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგხვდებათ. 

მესხეთის ქუჩასთან ბუნკერი თითქმის, ყოველ დღე სავსეა. ურნის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებულია. 

ნარჩენები ზაფხულის სეზონზე ქალაქისთვის მართლაც პრობლემაა - ამბობენ მერიაში. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ნაგვის ურნები სოფლებში დღეში ერთხელ, ქალაქში კი ორჯერ, თუ საჭიროა სამჯერ იცლება.

„კეთილმოწყობის“ მობილური ჯგუფები მუდმივად დადიან ქალაქის მასშტაბით და სადაც საჭიროებაა ნაგავმზიდი იქ მიდის. სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე კონტროლს ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. ხშირად ურნებში მოთიბულ ბალახს და ტოტებს ყრიან. ურნის გარეთ დაყრილი ნაგავი ადამიანის შეგნებაზეა დამოკიდებული“, - გვითხრეს ახალციხის მერიის პრესსამსახურში.

| Print |