საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ასპინძის მოსახლეობას შეხვდა
სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე პროგრამებზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, მათ შორის საჯარო მოხელეებსა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ლია გიგაური სამოქალაქო ინტეგრაციის კონკრეტულ მიმართულებებზე ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მსგავსი შეხვედრები რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან პერმანენტულად ტარდება.

| Print |