საზოგადოება
ახალციხის ტბა - ადგილობრივების გასართობი ადგილი
2015 წელს ახალციხის მერიაში არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი – „ახალციხის ტბა“ შეიქმნა.

მიუხედავად პრობლემებისა, ამ დროისათვის ახალციხის ხელოვნური ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია ერთ–ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა.

ნავების ახალი ბაქანი, ფიტნესის ტრენაჟორები, ველოსიპედები - ამ ყველაფერს ახალციხის ტბაზე შეხვდებით. ადგილობრივების აზრით, აქ არის როგორც პასიური, ისე აქტიური დასვენებისა და გართობის საშუალებები.

ამ დროისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ახალციხის ტბაზე ნავების ახალი ბაქანის მოწყობა მიმდინარეობს. 

მოსახლებისთვის პრობლემად რჩება ხელოვნური ტბის ჩაბნელებული შადრევნები. ადგილობრივები  ნომერ პირველ საკითხად მის გაკეთებას მიიჩნევენ.

ტბაზე გასეირნება ნავებითაც შესაძლებელია. მსურველებს თანხის გადახდის შემთხვევაში ტბაზე თევზაობაც შეუძლიათ, თევზაობის ღირებულება ხუთი ლარია.

ხელოვნური ტბის მიმდებარედ დამონტაჟდა ასევე გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილი სასეირნო ბილიკები, ხალხით ძირითადად, დღის მეორე ნახევარში ივსება.

ადგილობრივები ძირითადად დადიან ან ველოსიპედებით სეირნობენ.



| Print |